Edison Research - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 36.6% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21.5%, „საქართველოსთვის“ - 8.8%, „ლელო“ - 6.7%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

„ქართული ოცნება“ - 36.6%;

„ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21.5%;

„საქართველოსთვის“ - 8.8%;

„ლელო“ - 6.7%;

„გირჩი/დროა“ - 5%;

„ლეიბორისტული პარტია“ - 4.7%;

„ხალხისთვის“ - 3.7%;

„ალტ-ინფო“ - 3%;

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 2.9%;

„ხალხის ძალა“ - 2.5%;

„მოქალაქეები“ - 1.7%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1.7%;

„ევროპული საქართველო“ - 0.7%;

სხვა - 0.5%.

ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს