ბენიამიმ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი მრავალი თვე გაგრძელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ისრაელის შეტევა "კიდევ მრავალი თვის განმავლობაში" გაგრძელდება. მისი თქმით, ისრაელის ძალებმა ომში „8000-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს“.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ომის მიზნებს, კერძოდ : „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, დაჯგუფება თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 1200 და მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი. ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმას ღაზის სექტორზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმებით და სახმელეთო შეტევით უპასუხა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად 21 672 ადამიანი დაიღუპა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის