რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბელგოროდში უკრაინის მიერ განხორციელებულ ტერაქტს ხარკოვზე დარტყმებით ვუპასუხეთ

რუსეთის ჯარებმა ბელგოროდში კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებულ ტერაქტს ხარკოვში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებსა და სამხედრო ობიექტებზე დარტყმით უპასუხეს , - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„ამ ტერორისტული აქტის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებსა და სამხედრო ობიექტებს დაარტყეს, რომელსაც კიევის კრიმინალური რეჟიმი იყენებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, რუსულმა ძალებმა გუშინ საღამოს და გამთენიისას უკრაინის ქალაქი ხარკოვი რამდენჯერმე დაბომბეს, თავდასხმების შედეგად დაზიანდა შენობები ქალაქის ცენტრში და განადგურდა წყალმომარაგების ქსელები. არიან დაშავებულები, მათ შორის ბრიტანელი ჟურნალისტი.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს