დევიდ კამერონი - ირანი პასუხისმგებელია წითელ ზღვაში ჰუსიტების მხრიდან თავდასხმების აღკვეთაზე

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანთან საუბრისას მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ირანი იზიარებს პასუხისმგებლობას წითელ ზღვაში ჰუსიტების მხრიდან თავდასხმების აღკვეთაზე.

”მკაფიოდ განვაცხადე, რომ ირანი იზიარებს პასუხისმგებლობას ამ თავდასხმების თავიდან აცილებაზე, ჰუსიტებისადმი მათი დიდი ხნის მხარდაჭერის გათვალისწინებით,” - აღნიშნა ბირტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თავდასხმები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და გლობალურ ეკონომიკას.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ჩამოაგდო და სამი პატარა ნავი ჩაძირა მას შემდეგ, რაც ჰუსიტები წითელ ზღვაში ოთხი ნავით საკონტეინერო ხომალდს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ნავებზე მყოფი ეკიპაჟი დაიღუპა, მეოთხე ნავმა კი გაქცევა მოახერხა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, კომერციული გემი Maersk Hangzhou-ი რეგისტრირებულია სინგაპურში, ხოლო მართავს დანიური ფირმა და მის საკუთრებას წარმოადგენს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს