ვალერი ზალუჟნი - რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა

რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 „კინჟალი ჩამოაგდეს Patriot სისტემების მეშვეობით. ეს რეკორდია. რაკეტები მიზანს რომ მოხვედროდა, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. მადლობა პარტნიორებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის. საფუძველი არ არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ მტერი ამაზე გაჩერდება. ამიტომ მეტი სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა გვჭირდება,” - წერს ზალუჟნი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026