ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, ლიბანთან ესკალაცია თავიდან აიცილოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, თავიდან აიცილოს ესკალაცია, განსაკუთრებით ლიბანში, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ყოველგვარი ესკალაციული განწყობის თავიდან აცილება, განსაკუთრებით ლიბანში და რომ საფრანგეთი გააგრძელებს ამ გზავნილების გადაცემას ყველა მოთამაშისთვის, რომლებიც უშუალოდ თუ ირიბად ჩართულნი არიან ამ საკითხში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი. „ჰამასი“ თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი