კახა კალაძე - შობას გილოცავთ! - დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში; იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა - ჩვენს ოჯახებში

შობას გილოცავთ! - დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში; იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა - ჩვენს ოჯახებში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ფანჯრებთან დანთებული სანთელი, იმ დიდი სიხარულის სიმბოლოა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განვიცდით.

„შობას გილოცავთ! იშვა უფალი ჩვენს მხსნელად და იმედად. უწმინდესის კურთხევით დანერგილი საშობაო ტრადიცია- ფანჯრებთან დანთებული სანთელი, იმ დიდი სიხარულის სიმბოლოა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განვიცდით. დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში; იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა -ჩვენს ოჯახებში! ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა! გილოცავთ ქრისტეშობას!“ - წერს კახა კალაძე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს