ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ განვახორციელებთ ყველა მიზანს, ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე, მეგობრებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ არ დაასრულებს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება.

"ომი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ არ განვახორციელებთ მის ყველა მიზანს - „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა „ჰეზბოლასაც“ მიმართა და აღნიშნა, რომ იმუნიტეტით არცერთი ტერორისტი არ სარგებლობს.

„ვთავაზობ „ჰეზბოლას“ ისწავლოს ის, რაც "ჰამასმა" უკვე ისწავლა ბოლო თვეებში: არცერთი ტერორისტი არ არის იმუნური. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ეროვნული მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და მის მისაღწევად პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიური გზებით გავაკეთებთ, თუ არა, სხვა გზით ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის