იაგო ხვიჩია - თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?! ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა

თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი?! ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნის, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდა, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კომისიები გასულ წელსაც ფორმალურად შექმნა.

"გასულ წელს ამ დროს "ოცნება" იძახდა, "აბა, მე კომისიები შევქმენი და მოდით, ვიმუშაოთო". ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამბობდნენ, "არა, "ქოცების" ჯგუფში არ შევალთო". მე ყველა ამ შეხვედრას ვესწრებოდი და განსაკუთრებული შედეგი ამ კომისიებს არ მოჰყოლია, რადგან "ოცნებამ" თავიდანვე ფორმალურად შექმნა ეს კომისიები. გასულ წელს ამ დროს ოპოზიცია ამბობდა, რომ სხვა ფორმატებიც არსებობს, მაგალითად, კომიტეტების სახით და ახლა ამავე არგუმენტაციით საუბარი დაიწყო "ოცნებამ". ჩემი აზრით, როცა მუშაობა არ გინდა და სხვას გინდა რამე გადააბრალო, გასულ წელსაც უაზრობა იყო ამაში მონაწილეობის მიღება ასეთი ფორმით, გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა ხელისუფლება და დღესაც უაზრობა იქნება. თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი? ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნიან, არამედ იმის გამო, რომ სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ უნდათ და მაშინაც, როცა რამეს ფორმალურად აკეთებდნენ, მაშინაც ამ სუნით იყო ეს გაჟღენთილი, რომ არაფერი სერიოზული იქიდან არ გამოსულიყო. ჩვენ ყველგან ჩავერთვებით, თუ რამე ხდება. რაიმე შეხვედრას რომ დავინახავთ, ეგრევე შევდივართ, რომ გავარკვიოთ რაშია საქმე.

მოგეხსენებათ, ახლა ბატონი ბიძინაა დაბრუნებული პოლიტიკაში და საერთოდ სხვანაირად ელვარებს "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებული ყველა საქმე. ამიტომ შეიძლება ვინმეს, ვისაც სწამს ბიძინასი და "ოცნების", შეიძლება სჯეროდეს, რომ წელს რაიმე განსაკუთრებული მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ხასიათში ჩვენს კოლეგებს არაფერი ეტყობათ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა