დმიტრო კულება - ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის კონგრესი დამატებით დაფინანსებას.

„ჩვენ ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს. მსოფლიოსთვის საფრთხე დემოკრატიას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ემუქრება. უკრაინის წინაშე კი მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის, საკითხი დგას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეჩერდება, მაშინ რუსეთმა შეიძლება ფრონტის ხაზზე წარმატების მიღწევა დაიწყოს.

„უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის. უკრაინა უნდა იყოს ის თემა, რომელიც აერთიანებს და არა ყოფს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, დმიტრო კულებას თქმით, მოკავშირეები უკრაინას ომის „გაყინვისკენ“ არ უბიძგებენ.

„მოკავშირეები ომის „გაყინვისთვის“ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ არ მოგვიწოდებენ, არც დელეგაციებთან შეხვედრების და არც ვიწრო დახურული ფორმატის შეხვედრების დროს. ისინი, ვინც გაყინულ კონფლიქტს გვთავაზობენ, ამტკიცებენ, რომ ისინი უკრაინისა და მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. რეალურად, ისინი პუტინს ეხმარებიან“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო