კახა კალაძე - მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს

მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შესაძლოა, დედაქალაქში განთავსებული ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქს შეშურდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან. ამ ადამიანების ხელფასი ძალიან დაბალია. 2017 წლიდან, როდესაც პირველად დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როდესაც ბავშვებზე, შვილებზე, მომავალ თაობაზეა საუბარი აქ ყოველთვის იქნება მიმართული ძალისხმევა, რომ ნორმალური გარემოში მიიღონ განათლება.

მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ 2017 წლიდან დღემდე შევძელით 23 ახალი ბაღის აშენება, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 11 ბაღს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ამით არ შემოვიფარგლებით, ვაგრძელებთ მუშაობას და ხედავთ, როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეიძლება შეშურდეს ასეთი ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს სტანდარტი შენარჩუნებული იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრძელდება ახალი ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია. 2024 წელს 10 მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი, ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში.

ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა. ამ ეტაპზე თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება“,- აღნიშნა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის