პროკურორი - 2022 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე 5 323 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ რჩება გამოწვევები

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორის, თამარ ზაქუტაშვილის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია.

როგორც პროკურორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სახელმწიფო და პროკურატურა დგას ყველა იმ პირის გვერდით, ვინც ძალადობის მსხვერპლია.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პასუხი ამ დანაშაულის წინააღმდეგ არის უმკაცრესი.

„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ფემიციდი ჩადენილია ქალის მიმართ მორჩილების გამო, ეს დაკავშირებულია გენდერულ ძალადობასთან და დისკრიმინაციასთან. აგრეთვე, ეს განპირობებულია ქალის ქცევის კონტროლის და მის მიმართ დომინანტური გავლენების დემონსტრირების სურვილით. სამწუხაროდ, აი, ამას ეწირებიან ქალები.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე 550 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო 2022 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე 5323 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ მაჩვენებლების შეფასება შეგვიძლია, როგორც ნეგატიურად, ასევე, დადებითად. თუ კი ამ უკანასკნელზე ყურადღებას გავამახვილებთ, აუცილებლად უნდა დავინახოთ, რომ საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართ შეცვლილია. შესაბამისად, მიმართვიანობა გაზრდილია. მიმართვიანობა ნამდვილად გაზრდილია, თუმცა ცხადია, რომ ფემიციდის თითოეული შემთხვევა მაინც იმ განცდას გვიქმნის, რომ კიდევ უფრო ნაადრევ ეტაპზე შეიძლებოდა საზოგადოების, მსხვერპლის მხრიდან ისეთი რეაგირება ყოფილიყო, რომელიც მას იმის გარანტიას და განცდას მისცემდა, რომ სახელმწიფო მის გვერდითაა. მათ იმის რწმენა უნდა ჰქონდეთ, რომ კანონი, სახელმწიფო და პროკურატურა, მათ გვერდით არის. ამ დანაშაულის წინააღმდეგ სახელმწიფოს პასუხი არის უმკაცრესი.

სწორედ, ცნობიერების ამაღლებიდან და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე როგორც მსხვერპლები, ასევე, საზოგადოება არის იმისთვის მზად, რომ სამართალდამცავ უწყებებს ასეთი დანაშაულების შესახებ შეატყობინოს, თუმცა სამწუხაროდ, ამ მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები და ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, სწორედ, საქართველოს პროკურატურამ ჯერ კიდევ 2022 წელს აქტიურად, მასშტაბური კამპანია დაიწყო“, - განაცხადა პროკურორმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო