Reuters-ი - აშშ ჩინეთს მოუწოდებს, რომ ტაივანში გასამართ არჩევნებში არ ჩაერიოს

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, რომ ტაივანში გასამართ არჩევნებში არ ჩაერიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ტაივანის არჩევნებში ნებისმიერი ტიპის გარე ჩარევას ვეწინააღმდეგებით. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება არჩეული, ტაივანის მიმართ ჩვენი პოლიტიკა უცვლელი დარჩება და ჩვენი ძლიერი არაოფიციალური ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების გასამართად აშშ ტაივანში დელეგაციას გაგზავნის.

„აშშ-ს ტაივანის დემოკრატიული პროცესების მიმართ სრული ნდობა აქვს. ტაივანი დემოკრატიის მოდელია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 13 იანვარს გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს