ბენიამინ ნეთანიაჰუ - სამხრეთ აფრიკა მონსტრებს იცავს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის - რა თავხედობაა

სამხრეთ აფრიკა მონსტრებს იცავს და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს, როდესაც ის გენოციდს ებრძვის. ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ აფრიკის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ წამოწყებული საქმე “თავდაყირა დაყენებული მსოფლიოს” ნიშანია.

“ტერორისტული ორგანიზაცია ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ყველაზე საშინელ დანაშაულ სჩადის და ახლა ვიღაცა გამოდის ჰოლოკოსტის სახელით მათ დასაცავად. რა თავხედობაა.

სამხრეთ აფრიკის თვალთმაქცობას საზღვარი არ აქვს. სად იყავი შენ, სამხრეთ აფრიკავ, როდესაც სირიასა და იემენში მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული ან თავისი სახლებიდან გაყრილი, და ვის მიერ? „ჰამასის“ პარტნიორების მიერ…

ტყუილების უარყოფას გავაგრძელებთ, საკუთარი თავის დაცვისა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფის, ჩვენი სამართლიანი უფლების დაცვას გავაგრძელებთ”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი “სრულ გამარჯვებამდე” გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის