ჯო ბაიდენი - „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ირანს “პირადი” შეტყობინება გავუგზავნეთ

ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ირანს “პირადი” შეტყობინება გავუგზავნეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა.

“კერძოდ გადავეცით ეგ [მესიჯი] და დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებულნი,” - განაცხადა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - აღწერს თუ არა ტერმინი “ტერორისტული” ჰუსიტების დაჯგუფებას? - ბაიდენმა დადებითად უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წელს ჰუსიტები სახელმწიფო დეპარტამენტის “უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების” სიიდან გამოიყვანა.

ცნობისთვის, ჰუსიტების დაჯგუფება “ძლიერი და ეფექტიანი პასუხით” დაიმუქრა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 13 იანვრის ღამეს იემენში მათ ობიექტებზე მორიგი დარტყმები მიიტანეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს