იაგო ხვიჩია - ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა - დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული ივანიშვილით ერთპიროვნული მმართველები იყვნენ და ჩვენ ამ ხალხს ვეძახოთ ოლიგარქები, არასწორია

ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა - დაწყებული გამსახურდიადან, დამთავრებული ივანიშვილით, იმიტომ რომ ერთპიროვნული მმართველები იყვნენ, ჩვენ ამ ხალხს ვეძახოთ ოლიგარქები, არასწორია,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოში არა ოლიგარქიული, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა. მისი თქმით, ახლა ქვეყანას მართავს ერთი კაცი, რომელიც მდიდარიც არის და ამიტომ ეძახიან ოლიგარქს.

„დეოლიგარქიზაციის რეფორმა როგორ უნდა გატარდეს, ჯერ არავის აქვს წარმოდგენილი. მე არ ვიცი მაგალითად, როგორ შეიძლება ეშველოს იმას, რომ ივანიშვილს აქვს 7 მილიარდი და თითო-თითო მილიარდი „ლელოს“ და კეზერაშვილს, ამათ თუ არ წავართმევთ ამ ფულს, ისინი ოლიგარქები სულ იქნებიან. ამიტომ უნდა მოვიფიქროთ ისეთი წესრიგი, სადაც ასეთი ტიპის ოლიგარქები იმოძრავებენ, მაგრამ არ დაგვაზიანებენ. თორემ დეოლიგარქიზაციას თუ იმას ვეძახით, რომ ოლიგარქები აღარ გვყავდეს, მაშინ ან უნდა დავიჭიროთ, ან გავაგდოთ, ან ფული წავართვათ, რასაც არ ვეთანხმები. მგონია, რომ ეს ხალხი უნდა იყოს. "ლელოს" არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა. "ლელოს" ძლიერი მხარე ფულია და როცა მათ ძლიერ მხარეზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ მათ მიერ ფულის ხარჯვაზე და არა გენიალურ პოლიტიკური იდეების მოფიქრებაზე, ამის მომფიქრებელი რომ ყოფილიყვნენ, აქამდეც რამეს მოიფიქრებდნენ, მაგრამ ოლიგარქები უნდა იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ცოტა ხანი მაინც, რადგან ასე უნდა ჩემდა სამწუხაროდ, ქართველ ხალხს - ისინი ითხოვენ მიშას და ბიძინას დიდი დოზებით. მე ვხედავ ერთადერთ გზას, უნდა შევრიგდეთ და დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია ნაკლები სალაპარაკო იყოს.

მე ზოგადად, სიტყვა „ოლიგარქს“ არ ვეთანხმები. რასაც ოლიგარქს ეძახიან, ის ლექსიკონებში არ წერია. ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობა. ოლიგარქიული მმართველობა მდიდარი ხალხის მმართველობას ნიშნავს, ერთზე მეტის. ახლა ჩვენ გვყავს ერთი კაცი, რომელიც მდიდარიც არის და ამიტომ ეძახიან ოლიგარქს, მაგრამ მანამდე ერთი კაცი გვყავდა, რომელიც ნაკლებად მდიდარი იყო, მანამდე კიდევ ერთი კაცი გვყავდა, კიდევ უფრო ნაკლებად მდიდარი და საერთოდ, პირველადაც ერთი კაცი გვყავდა, ისიც ნაკლებად მდიდარი, მაგრამ თავის შინაარსით ყველა იყო ერთპიროვნული მმართველი. დაწყებული გამსახურდიადან დამთავრებული ივანიშვილით, იმიტომ რომ ერთპიროვნული მმართველები იყვნენ, ჩვენ ამ ხალხს ვეძახოთ ოლიგარქები, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან ვიღაც გამოჩნდა ისეთი, ვისაც ფული აქვს. ეს ხალხი სინამდვილეში ერთპიროვნული მმართველები არიან და არანაირი ოლიგარქები არ არიან. ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს მდიდარი ხალხის მმართველობას, ერთზე მეტის და ეს უკეთესია, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ სამწუხაროდ, არ მივსულვართ იმ დონემდე, რასაც ოლიგარქიული მმართველობა ჰქვია, სინამდვილეში ჯერ კიდევ გაჭედილი ვართ ერთპიროვნულ მმართველობაში,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან