საბა ბუაძე - კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს - ჰგონიათ, როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ

კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს და ჰგონიათ, რომ როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ თავიდანვე დაიქირავა ისეთი კომპანია, რომელიც „წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ამ სამუშაოებს ჯეროვნად ვერ შეასრულებდა“.

„კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს და ჰგონიათ, რომ როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ. სინამდვილეში, ყველა, განსაკუთრებით იქ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი, კარგად ხვდებოდა, რომ ამ სამუშაოებზე იყო პრობლემები, თბილისის მერია ამ პრობლემებს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ჯეროვნად მიმდინარეობდა და წერეთლის რეაბილიტაცია მოხდებოდა დათქმულ ვადაში და გაიხსნებოდა იანვრის ბოლოს, მაგრამ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ არსებობს პრობლემები. ეს პრობლემები თბილისის გადასახადის გადამხდელს და თბილისის მოქალაქეებს დაუჯდათ კიდევ დამატებითი თანხა, რაც თბილისის მერიის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობაა, რომელმაც დაიქირავა კომპანია, რომელიც წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ვერ შეასრულებდა ამ სამუშაოებს ჯეროვნად. ახლა დღეებით ადრე გაირკვა, რომ პრობლემა არის, რაც რასაკვირველია საზოგადოების მოტყუება და შეურაცხყოფაა. ახლა ტენდერის გარეშე გააფორმეს ხელშეკრულება რომელიღაც კომპანიასთან, რომ ვითომ დროულად დასრულდეს ეს სამუშაოები მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა ამ გაფუჭებულ საქმეზე არის პირდაპირ თბილისის მერზე, კახა კალაძეზე“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს