ბენ ჰოჯესი - ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს

ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, - ამის შესახებ გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯსმა გამოცემა Sestry-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არა მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარისკაცებისთვის“, - განაცხადა ჰოჯესმა.

ამისათვის, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც ყველგან შეიძლება მისწვდეს. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტს მან უწოდა ყირიმის იზოლაცია - ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა.

„პირველი არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე არის ეგრეთ წოდებული სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა. შორ მანძილზე ზუსტი სროლით“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის