მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა, ხაზარაძე დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის და „ყალბი ცნობების უარყოფას“ მოითხოვს.

კერძოდ, საქმე ეხება კახა კალაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

„დღეს კახა კალაძის მიერ გავრცელებული იყო მამუკა ხაზარაძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები, თითქოსდა ის ქონებას ართმევდა ბიზნესმენებს, შესაბამისად, სარჩელი მომზადდება მომავალ კვირაში. მოვითხოვთ ყალბი ცნობების უარყოფას“, - აღნიშნა კორძაძემ.

კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა ფულად კომპენსაციას, ადვოკატი განმარტავს, რომ ფულად კომპენსაციას არ მოითხოვენ.

ცნობისთვის, დღეს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე „პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

„შეიძლება, ბატონი ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ“,- აღნიშნა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო