აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყა

შეერთებულმა შტატებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებს კიდევ ერთხელ დაარტყა, - ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებს.

მისი თქმით, აშშ-ის სამიზნე რამდენიმე ობიექტი იყო, საიდანაც ახალი თავდასხმები მზადდებოდა.

მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში აშშ-ის კუთვნილ გემს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც გემი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გემზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ „ჰუსიტები“ გლობალურ ტერორისტულ ერთეულად ხელახლა აღიარეს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიმდინარე აგრესიის შეჩერებისკენ არის მიმართული.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს