მიჩ მაკკონელის ინფორმაციით, სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში განიხილავს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, მოელის, რომ სენატი მომავალ კვირაში განიხილავს ორპარტიულ შეთანხმებას უკრაინის დაფინანსებისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ.

”ჩემი ვარაუდით, ამ საკითხს სენატში მომავალ კვირას განვიხილავთ. ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ სანდო სასაზღვრო პაკეტს“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

თეთრ სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერებსა და წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელ აუცილებლობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ კონგრესის წარუმატებლობა, უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს, საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. უკრაინის დაფინანსების პროცესს კონგრესში „რესპუბლიკელების“ ნაწილი აფერხებს. ისინი პრეზიდენტის მოთხოვნის დამტკიცებას ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას უკავშირებენ და მის პარამეტრებს „დემოკრატ“ კოლეგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა