მეთიუ მილერი - გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, ალეხანდო ჯიამატეის აშშ-ში შესვლა აეკრძალა

გვატემალის ყოფილ პრეზიდენტს, ალეხანდო ჯიამატეის აშშ-ში შესვლა აეკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტს სანდო ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვით ჯიამატეიმ გვატემალის პრეზიდენტობისას საჯარო საქმიანობის შესრულების სანაცვლოდ ქრთამი აიღო, რომელიც კანონის უზენაესობასა და მთავრობის გამჭვირვალობას ზიანს აყენებს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

ორშაბათს, გვატემალის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ალეხანდრო ჯიამატეი ბერნარდო არევალომ შეცვალა, რომელმაც არჩევნები ანტიკორუფციული კამპანიის ჩატარებით მოიგო.

„პრეზიდენტ არევალოს მთავრობა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებებსა და კრიტერიუმებს, რომლითაც იგი გვატემალის მოქალაქეების აშშ-ში შესვლის შესაბამისობას განიხილავს, პატივს სცემს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ბოლო დროს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯიამატეის ხშირად აკრიტიკებდა, რადგან გვატემალელი პროკურორები ახლადარჩეული პრეზიდენტის, ბერნარდო არევალოს ინაუგურაციის გადადებას ცდილობდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს