კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული N89 საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული N89 საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათვე ცნობით, განახლებული ინფრასტრუქტურა და ეზო, ახალი ფლიგელი და დამატებით 4 სააღმზრდელო ჯგუფი - ასეთია N89 საჯარო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის შედეგი.

ახლად რეაბილიტირებული სივრცე თბილისის მერმა, კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ყველამ ვნახეთ ფოტოებზე, თუ რა მდგომარეობაში იყო 89-ე საბავშვო ბაგა-ბაღი წარსულში. დღეს გვაქვს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ბაღი. რეაბილიტაციის გარდა აშენდა ახალი ფლიგელი და ბაღს უკვე 500-მდე აღსაზრდელის მიღება შეუძლია. ამჟამად 460 ბავშვია რეგისტრირებული. ძალიან სასიამოვნოა გარემოა, ასევე არის ულამაზესი ეზო, რომელიც სრულად რეაბილიტირდა და განთავსდა ატრაქციონები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველგან ეს სტანდარტი დაინერგოს, რაც ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს. ბავშვები, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა არის პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, N89 ბაგა-ბაღის შენობა რეაბილიტაციამდე მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი, აშენდა ახალი ფლიგელი, ხოლო 12-ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. შენობა აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით - დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. პროექტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 4 408 895 ლარით დაფინანსდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან