პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ, “ჯიბის ჩემბერლენები” ისედაც საკმარისად არიან

უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ, “ჯიბის ჩემბერლენები” ისედაც საკმარისად არიან. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დავოსში განაცხადა.

“რაც შეეხება [რუსეთთან] მოლაპარაკებებს, მინდა საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი “სიკორსკის კანონი” გაგიზიაროთ: არასდროს არ არსებობს ჯიბის ჩემბერლენების უკმარისობა, რომლებიც მზად არიან სხვა ხალხი, სხვა ხალხის თავისუფლება თავისი სიმშვიდისთვის გაწირონ. და ჩვენ ეს არ უნდა ვქნათ”, - განაცხადა სიკორსკიმ.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც ვინმეზე ძალადობენ, მსხვერპლს არ ეუბნებიან, რომ საჭირო არაა სიტუაციის დაძაბვა და მოძალადესთან მოლაპარაკებების წარმოება, არამედ ეხმარებიან მას.

“რა ემართება უკრაინელ ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: მათ ძალით არუსებენ, აწამებენ, მათ ბავშვებს იტაცებენ. ეს მსხვერპლია, რომელიც უკრაინელებს ეხება, და არა ჩვენ. შესაბამისად, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება [რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ]”, - აღნიშნა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 1937-1940 წლების დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენს გულისხმობდა, რომელიც ადოლფ ჰიტლერის “დაშოშმინების პოლიტიკის” მომხრე და ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის გერმანიისადმი მიერთების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერი იყო.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია