Bild - ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის წვრთნებს ჩაატარებს, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება

ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წვრთნებში მონაწილეობისთვის 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს, რაც ნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება.

წვრთნები, სახელად “ურყევი მცველი” (Steadfast Defender), თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და განლაგებაზე გაკეთდება აქცენტი.

წვრთნების ჩატარება ჩრდილოეთ ნოერვეგიაში იგეგმება, თუმცა სხვა საწვრთნელო ლოკაციები ასევე მოიცავს ლიეტუვასა და უნგრეთს.

Bild აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები წვრთნებისთვის 12 000 ჯარისკაცს, 3 000 სატრანსპორტო საშუალებასა და 30 თვითმფრინავს გამოყოფენ, დიდი ბრიტანეთი კი - ავიამზიდსა და რამდენიმე F-35 საბრძოლო თვითმფრინავს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა