რატი იონათამიშვილი - რადიკალურმა ოპოზიციამ თავი პოლიტიკურ ანათემაზე თავად დაიყენა

რადიკალურმა ოპოზიციამ თავად დაიყენა საკუთარი თავი პოლიტიკურ ანათემაზე, ამ პოლიტიკურ ანათემას საბოლოოდ ჩვენი ამომრჩეველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააფორმებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ „ეს ადამიანები სახელმწიფოს და ეკლესიას ებრძვიან“.

„ასევე, ებრძვიან ყველაფერს იმას, რაზეც ჩვენი ეროვნება, იდენტობა, ჩვენი კულტურას დგას. როგორც ჩანს, ამ ბრძოლას სინამდვილეში სულ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს. ფაქტობრივად, თითოეული მსგავსი განცხადებით საკუთარი რეალური მიზნების ლუსტრირებას ახდენენ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა, რითაც გამოეხმაურა დავით ბერძენიშვილის განცხადებას.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო სტალინისტებით არის „გაძეძგილი“.

„მარტო მატრონას ხატს და რუსულ ნარატივს კი არ იცავენ, სტალინს იცავენ, სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით“, - განაცხადა ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს