კახა კალაძე - მცდელობაა, განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც ხდება, რაღაც უბედურებაა - შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

მცდელობაა, რომ განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც ხდება, რაღაც უბედურებაა - შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბათუმში და თბილისში ცრუ შეტყობინებების ფაქტებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან.

„ცხადია, რომ მცდელობაა, განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც ხდება, რაღაც უბედურებაა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ქვეყნის მშვიდობას და თითოეულ მოქალაქეს დაიცავენ“,- აღნიშნა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

უწყების ინფორმაციით, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

ამასთან, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ საზღვარგარეთიდან ცრუ შეტყობინებების განხორციელება უკავშირდება „საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან“. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის