კახა კალაძე - კონკრეტული ფაქტები და ქმედებებია, რომ ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერ ძვირფასს

კონკრეტული ფაქტები და ქმედებებია, რომ ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერ ძვირფასს - უმსგავსო ფაქტი მოხდა და ხმა არ ამოუღია არავის. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ მოცემულობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს, თუ ვინ ვინ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ „ეკლესიაზე თავდასხმების დროს არასმთავრობო ორგანიზაციებს და ტოლერანტობის ცენტრს განცხადება არ გაუკეთებია“.

„კონკრეტული ფაქტები და ქმედებებია, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს და მნიშვნელოვანს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს – ჩვენი კულტურა, წარსული, ადათ-წესები. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო მათი ქმედებებიდან. ასეთი უმსგავსო ფაქტი მოხდა და ხმა არ ამოუღია არავის. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ მოცემულობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს, თუ ვინ ვინ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „აშკარად ჩანს, რომ მიზანმიმართული ბრძოლაა სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ.

„მგონია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი ხელით იმართება, ამას საზოგადოება ხვდება და ანალიზსაც აკეთებს. ამიტომ, ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა დავიცვათ. მშვიდობა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია