უკრაინის შსს - დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ უკრაინაზე დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და პეჩერსკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა ორი მაღალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები და ავტომობილები.

კიევის ოლქში მაშველები ბუჩანსკის რაიონში მუშაობენ, სადაც ორი მაღალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები, სამეურნეო დანიშნულების შენობები და ავტომობილები დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, დაბომბვის შედეგად, პავლოგრადში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

რუსულმა ძალებმა ხარკოვში ორ მაღალსართულიან შენობას დაარტყეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი და დაშავდა 30-მდე ადამიანი.

„მაშველები ამოწმებენ დაზიანებულ შენობებს, ასუფთავებენ ნანგრევებს. კიდევ ერთი ტერორისტული აქტი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და ასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ეს არის რუსეთის ჭეშმარიტი განზრახვა: მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიური ტერორი", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა