რუსული ძალების მიერ ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინის ავრცელებს.

“20:30 საათის მდგომარეობით, სამწუხაროდ, დღევანდელი დაბომბვების შედეგად უკვე 19 გარდაცვლილის შესახებაა ცნობილი. ყველაზე მეტი ადამიანი ხარკოვის ოლქში გარდაიცვალა - 15, მათ შორისაა 8 წლის გოგო და დედამისი. ხერსონის ოლქში - სამი დაღუპული, დნეპროპეტროვსკის ოლქში - ერთი ადამიანი. ჭრილობები ამ რეგიონების 120-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო, მათგან 70-ზე მეტმა - ხარკოვის ოლქში”, - წერს კოსტინი.

მან აღნიშნა, რომ ხარკოვში სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო