ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ასევე, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უნგრეთის ეროვნული ასამბლეისთვის იმის მოწოდებას, რომ შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში დაასრულოს რატიფიკაცია“, - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისად, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის უნგრეთი რჩება, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა არ ჩაუტარებია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს