ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების რადიო ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ იურისტებთან შეხვედრას დღეს, თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართავს და მასთან ერთად შეხვედრას გენერალური პროკურორი, გალი ბაჰარავ-მიარა, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი, რონ დერმერი, იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირები.

გუშინ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ღაზაში მიმდინარე ომის შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ გადაუდებელი ზომების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკამ ჰააგის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის 29 დეკემბერს შეიტანა, ხოლო სასამართლომ საქმის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო