ალუდა ღუდუშაური - როგორ უნდა იყო იმდენად უთავმოყვარეო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს და არის მოწინავე - ეს არის უსირცხვილობა უნამუსობასთან ერთად!

როგორ უნდა იყო იმდენად უთავმოყვარეო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს და არის მოწინავე - ეს არის უსირცხვილობა უნამუსობასთან ერთად! - ამ განცხადებით ეხმაურება „ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური "აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს", რომლის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა - მეორე, ხოლო საქართველო მესამე ადგილზეა.

ღუდუშაურის განცხადებით, არაერთი პარამეტრით საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში არა თუ ჩამორჩენილი, არამედ მოწინავე ქვეყანაა.

ღუდუშაურმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი" შედგენილია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით.

„მათი მიზანია ბურუსისა და გაურკვევლობის შექმნა და დასავლეთის თვალში საქართველოზე ისეთი წარმოდგენის ჩამოყალიბება, რომ ქვეყანაში არის რეგრესი.

არ გვგონია შევძლოთ და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის სიყვარული ვასწავლოთ, თუმცა დასანანია ის ფაქტი, რომ ყველა, გარდა ამ დესტრუქციული ჯგუფისა, კარგად ხედავს, საქართველოს სახელმწიფოს პროგრესს და წინსვლას. ამ ადამიანებს საკუთარმა ქვეყანამ ვერ დაანახა ის, რისთვისაც საკუთარი ქვეყანა უნდა გიყვარდეს.

როდესაც ხელი ასეთ სიცრუესა და აბსურდზე გაქვს მოწერილი, რა ჰგონია ამ ადამიანებს, რომ ვინმემ წერა-კითხვა არ იცის და ინტერნეტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მარტივად შევადაროთ, თუ როგორია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა და როგორია - მოლდოვაში?" - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. კერძოდ, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე - 0.66 ქულით და საქართველო მესამეზე - 0.63 ქულით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია