იაგო ხვიჩია -კობახიძის პროგნოზი, რომ „ოცნება“ არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს გამომდინარეობს იქიდან, რომ ოპოზიცია მოსყიდულია - ყოველთვის არსებობს გადაგდების შანსი - ამას  სიფრთხილით მოვეკიდებოდი

„გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს გამომდინარეობს იქიდან, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიერ მოსყიდულია.

მისივე თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ალბათობით "ქართული ოცნებისგან" იმართება და „ვიდრე „ქართული ოცნებისგან“ მმართველობისგან არ გათავისუფლდება, მას მხოლოდ ის შეუძლია, რასაც „ქართული ოცნების" მენეჯმენტში გადაწყვეტენ“.

ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები იმაში, რომ როდესაც იცი, ოპოზიციაში ხალხი შენს მიერ მოსყიდულია, შენს ჭკუაზე დადის, არაფერზე კონსოლიდირდება, პარტიიდან ღვაწლმოსილ „ნაცებს“ აგდებენ, ფაქტობრივად ოპოზიციის შიგნით გაჩაღებული გაქვს ომი და ამას ხელისუფლებიდან მართავ, თავისთავად ცხადია, გააკეთებ პროგნოზს, რომ ისინი ვერასდროს შეთანხმდებიან და არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებ. თუმცა ვიტყოდი, რომ 100%-ით მოსყიდული ოპოზიცია არ არსებობს - იმის მიუხედავად, ოპოზიცია რამდენად ჰყავს ხელისუფლებას მოსყიდული, ყოველთვის არსებობს გადაგდების შანსი. ამას ცოტა სიფრთხილით მოვეკიდებოდი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს