ოლაფ შოლცი - ვლადიმერ პუტინი უკრაინის განადგურებისკენ ისწრაფვის - რუსეთისადმი ჩვენი სიგნალი უნდა იყოს - მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის სურვილის გამო: მთლიანად გაანადგუროს უკრაინული სახელმწიფო და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ რუსეთმა გადაწყვიტა დიალოგიდან სრულმასშტაბიან ომზე გადასვლა.

„2022 წლის 24 თებერვლის წინ დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე“,- აღნიშნა კანცლერმა.

კანცლერის თქმით, პუტინია სწორედ ის, ვისაც შეუძლია ომის შეწყვეტა უკრაინიდან ჯარების გაყვანით.

„მაგრამ თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი ზოგადი სიგნალი რუსეთისადმი უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის და საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა შოლცმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა