მედია - გვატემალაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

გვატემალაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა.

სტიქიური უბედურება 108 კილომეტრის სიღრმეზე, გვატემალას დედაქალაქიდან 100 კილომეტრის მოშორებით მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილი დააზიანა, სადაც ბიძგებმა ათობით შენობა დააზიანა.

გამოცემა წერს, რომ მიწისძვრის ბიძგები გვატემალას მეზობელ ქვეყანაში, სალვადორშიც იგრძნობოდა. ამ დროისათვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს