ქუთაისის მერიის დელეგაცია, მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება

ქუთაისის მერიის ოფიციალური დელეგაცია, ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, საქმიანი ვიზიტით ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება, ტარტუს ევროპის კულტურის დედაქალაქის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა, მათ შორის, ტარტუს კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ტარტუში იუნესკოს კოორდინატორთან.

„შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთობებს. ტარტუ, ქუთაისის მსგავსად, იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსს ატარებს. შესაბამისად, მასპინძელმა მხარემ ქართულ დელეგაციას გაუზიარა ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ტარტუს ოფიციალური დელეგაცია 2 მაისს, "ქუთაისობაზე" მოიწვია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები