ვიქტორ ორბანის მრჩეველი - უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის დახმარების პაკეტისთვის გამოყენებისთვის ღიაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავარმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, ბალაზ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა ბრიუსელს წინადადება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტის უკრაინის დახმარების პაკეტის დაფინანსებისთვის გამოყენებას დასთანხმდეს, თუკი სხვა პირობები დაემატება.

ეს ბუდაპეშტის პოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან დეკემბერში 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა. ამ ნაბიჯის გამო, ბრიუსელი იძულებული გახდა, გეგმა „ბ“-ზე გადასულიყო და საგანგებო სამიტი ჩაენიშნა. გამოცემა The Financial Times-მა კვირას გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირში შემუშავებული დოკუმენტის შინაარსი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი მზად არის, დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი, 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის შემდგომ დაფინანსებას ვეტოს დაადებს.

„ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს კიევის დახმარებაზე ვეტოს მოხსნაზე“, - წერს გამოცემა ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ ბუდაპეშტი უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ. ინფორმაციას გამოეხმაურა უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკა და განაცხადა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მხოლოდ ადასტურებს იმას, რასაც უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია აცხადებს: ევროკავშირის სახსრებზე წვდომას ბრიუსელი პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებს“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის