„საქართველოს ბანკის“ დასაქმების პროგრამა „ლიდერატორის“ შესახებ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ დასაქმების ყოველწლიური პროგრამა - ლიდერატორი იწყება. ახალგაზრდებისთვის პროექტის უკეთ გასაცნობად და მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობების, ბენეფიტების და მომავალი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ლიდერატორის მონაწილეებმა კი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს მიღებული გამოცდილება და განაცხადების წარმატებულად შესავსებად საჭირო რჩევები გაუზიარეს.

ლიდერატორის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო. წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი სფერო 14 პროგრამიდან შეარჩიონ, რომელიც 40 მიმართულებას აერთიანებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბაკალავრის საფეხურის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

ლიდერატორის ფარგლებში, ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს, სფეროს პროფესიონალების დახმარებით დააგროვებენ სასურველი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას, მიიღებენ მენტორებისგან მუდმივ უკუკავშირს, შეიძენენ ახალ კონტაქტებს და განივითარებენ სასურველი პროფესიისთვის საჭირო უნარებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა როტაციით გაეცნონ სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას, შეიძინონ პროფესიული უნარები, რაც მათ დაეხმარება, სწორად განსაზღვრონ კარიერული ინტერესები და აირჩიონ მომავალი პროფესია.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა თითოეული ლიდერატორისთვის ინდივიდუალურად, მათი აკადემიური განრიგის გათვალისწინებით ხდება. ამასთან, პროექტის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, კარიერა „საქართველოს ბანკში“ განაგრძონ.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების და მათი შესაძლებლობების. ამიტომ, ჩვენი ინიციატივები მათი პოტენციალის სრულად გამოვლენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ მიზნით, 2017 წლიდან ჩვენ ლიდერატორის პროგრამას ვახორციელებთ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების პარალელურად, იმუშაონ დარგის ექსპერტებთან ერთად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება და განვითარდნენ როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად. ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება, მასში მონაწილეობა 400-მდე სტუდენტმა მიიღო, პროგრამის დასრულების შემდეგ კი 85%-მა ჩვენთან განაგრძო თანამშრომლობა. ყოველწლიურად პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ“, - აღნიშნა ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ოქრომჭედლიშვილი.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

„საქართველოს ბანკის“ დასაქმების პროგრამა „ლიდერატორის“ შესახებ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ დასაქმების ყოველწლიური პროგრამა - ლიდერატორი იწყება. ახალგაზრდებისთვის პროექტის უკეთ გასაცნობად და მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობების, ბენეფიტების და მომავალი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ლიდერატორის მონაწილეებმა კი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს მიღებული გამოცდილება და განაცხადების წარმატებულად შესავსებად საჭირო რჩევები გაუზიარეს.

ლიდერატორის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო. წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი სფერო 14 პროგრამიდან შეარჩიონ, რომელიც 40 მიმართულებას აერთიანებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბაკალავრის საფეხურის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

ლიდერატორის ფარგლებში, ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს, სფეროს პროფესიონალების დახმარებით დააგროვებენ სასურველი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას, მიიღებენ მენტორებისგან მუდმივ უკუკავშირს, შეიძენენ ახალ კონტაქტებს და განივითარებენ სასურველი პროფესიისთვის საჭირო უნარებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა როტაციით გაეცნონ სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას, შეიძინონ პროფესიული უნარები, რაც მათ დაეხმარება, სწორად განსაზღვრონ კარიერული ინტერესები და აირჩიონ მომავალი პროფესია.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა თითოეული ლიდერატორისთვის ინდივიდუალურად, მათი აკადემიური განრიგის გათვალისწინებით ხდება. ამასთან, პროექტის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, კარიერა „საქართველოს ბანკში“ განაგრძონ.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების და მათი შესაძლებლობების. ამიტომ, ჩვენი ინიციატივები მათი პოტენციალის სრულად გამოვლენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ მიზნით, 2017 წლიდან ჩვენ ლიდერატორის პროგრამას ვახორციელებთ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების პარალელურად, იმუშაონ დარგის ექსპერტებთან ერთად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება და განვითარდნენ როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად. ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება, მასში მონაწილეობა 400-მდე სტუდენტმა მიიღო, პროგრამის დასრულების შემდეგ კი 85%-მა ჩვენთან განაგრძო თანამშრომლობა. ყოველწლიურად პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ“, - აღნიშნა ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ოქრომჭედლიშვილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის