ვიქტორ ორბანი - უნგრეთი მზადაა უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დასთანხმდეს, თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დახმარების დაფინანსებას დასთანხმდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გაგრძელების გადაწყვეტილებას ყოველწლიურად, ერთსულოვნად დაამტკიცებენ.

„გადავწყვიტეთ წარგვედგინა კომპრომისული შეთავაზება: არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას, არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან დიდი თანხაა, უკრაინას მივცეთ. არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წლით იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. თუმცა, უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი“, - განაცხადა ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას, სამწუხაროდ, ეს პოზიცია ისე ესმის, ან ისე ინტერპრეტირებს, თითქოს ეს მათი შანტაჟის ყოველწლიური საშუალებაა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს