ვიქტორ ორბანი - 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, ევროპაში ომი არ იქნებოდა

2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, ევროპაში ომი არ იქნებოდა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი პირადი ღრმა რწმენით, 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, ევროპაში ომი არ იქნებოდა. დღეს, ევროპასა და აშშ-ში მის გარდა სხვას ვერ ვხედავ, ვინც ომის შესაჩერებლად საკმარისად ძლიერი ლიდერი იქნებოდა. მშვიდობას სახელი აქვს: დონალდ ტრამპი“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, დონალდ ტრამპი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„2016 წელს, მისი საარჩევნო კამპანიის დროს, ყველა ამბობდა, რომ არჩევნებში ჰილარი კლინტონი მოიგებდა და არა ტრამპი. იმ დროს, მე ღიად ვამბობდი, რომ ჩვენ ევროპაში დონალდ ტრამპი გვჭირდებოდა. როდესაც ტრამპი ამბობს „ამერიკა პირველ რიგში“ ეს იმის ნებართვას გვაძლევს, რომ პირველ რიგში ევროპა დავაყენოთ. დააყენეთ ევროპა პირველ რიგში, დააყენეთ საფრანგეთი პირველ რიგში და დააყენეთ უნგრეთი პირველ რიგში. ეს საერთაშორისო პოლიტიკაში ნორმალური დამოკიდებულებაა, თუ გვსურს, რომ ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულ შეთანხმებებს მივაღწიოთ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა ვიქტორ ორბანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპის ღია მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა