ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ

ისრაელი “ათასობით ტერორისტს” არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ისრაელი „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც, ასევე, მოიცავს ომში გრძელვადიან პაუზასა და ისრაელის მიერ ტყვედ აყვანილი მებრძოლების დიდი რაოდენობით გათავისუფლებას.

“ეს არ არის კიდევ ერთი რაუნდი, არ არის კიდევ ერთი ოპერაცია. სრული გამარჯვება - ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგულნი არიან, ხალხის სრული უმრავლესობა ამის ერთგულია. სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით.

ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ. აქედან არაფერი არ მოხდება, რა მოხდება? სრული გამარჯვება!” , - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კერძოდ, 29 იანვარს ისრაელის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც ის ყოველი მძევლისთვის ასობით პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ