კახა კალაძე - ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს - მე რომ მქონდეს უფლება მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა

ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს. ვერც მე და ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას - მე რომ მქონდეს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისას იმაზე მძიმე მდგომარეობა ხვდებათ, ვიდრე წარმოუდგენიათ, ამას კი თან ემატება „არაპროფესიონალი, არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლების ტენდერში იღებენ მონაწილეობას“.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ნიშნავს, ათეულობით წლების განმავლობაში ხელშეუხებელი კომუნიკაციების სრულად განახლებას, მოწესრიგებას. ძალიან მძიმე მდგომარეობაა კომუნიკაციების კუთხით მთელ ქალაქში. სადაც ვაკეთებთ რეაბილიტაციას გვინდა, რომ ძირეულად იყოს ყველაფერი შეცვლილი. ყველაფერი იცვლება, რა კომუნიკაციების არსებობს მიწის ქვეშ. ასევე, სამწუხარო რეალობაა ის, რომ არავინ, არცერთმა კომპანიამ არ იცის რა მდგომარეობაა მის ნაწილში, იმ კომუნიკაციების თვალსაზრისით, რაც ქალაქში არსებობს. როდესაც შეხედავს ადამიანი, ჩანს, ჩავარდნილი ასფალტები, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ კომუნიკაცია დაზიანებულია, წყლის გაჟონვა მიმდინარეობს, რაც გამორეცხვას იწვევს და საგზაო ნაწილის ჩავარდნას.

როდესაც სამუშაოებს ვიწყებთ, იმაზე მძიმე მდგომარეობა გვხვდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამას თან ემატება არაპროფესიონალი, არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლების ტენდერში იღებენ მონაწილეობას. არაერთხელ ყოფილა საუბარი, ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს. ვერც მე, ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას. კომპანიის შერჩევა ტენდერის საფუძველზე ხდება. მე რომ მქონდეს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე, თუ გაინტერესებთ.

ამ კაკაფონიის ფონზე მოხდა ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება, უამრავი ქუჩის რეაბილიტაცია, ისტორიული უბნების განახლება...მახსოვს, 2017 წელს, როდესაც მოვედი რამდენი პრობლემა იყო...მახსოვს, სამშენებლო მიმართულებით ათასობით დაგროვებული განაცხადი, რომელიც პასუხგაუცემელი რჩებოდა, დღეს, არცერთი ასეთი განაცხადი არ გვაქვს. ყველას თავის ვადებში გაეცემა პასუხი“,-აღნიშნა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია