კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა”, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა.

რაც შეეხება, მეტროსადგური “ავლაბრის” რეაბილიტაციას, თბილისის მერის განცხადებით, საჭირო გახდა, რომ პროექტში ცვლილებები შესულიყო.

„ვარკეთილის მეტროში სამუშაოები მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა იყო აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კომპანიები, არავინ გამოთქვამდა სურვილს, ალბათ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე. თუმცა, მოიძებნა კომპანია, რომელიც ასრულებს სამუშაოებს და ზაფხულის ბოლოსთვის რეაბილიტაცია დამთავრებული იქნება.

რაც შეეხება ავლაბრის მეტროს, პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. როდესაც დემონტაჟი მოხდა არსებული ვესტიბიულის, ძალიან მძიმე ავარიული მდგომარეობა იყო და ამიტომ, მოხდა დადგა ცვლილების საჭიროება. ზაფხულისთვის უნდა დამთავრდეს თუ რაიმე კიდევ [არ მოხდა]. პრობლემა იცით რა არის? არავინ არ იცის რეალურად, რა ხდება, რა მდგომარეობაა. როდესაც იწყება სამუშაოები, ეს მეტროებს არ ეხება, ზოგადად რეაბილიტაციებს თუნდაც წერეთლის გამზირი როდესაც დავიწყეთ, ჭავჭავაძე, ქეთევან წამებული. ყოველთვის, ხომ არიან კომპანიები, ვისაც მიწის ქვემოთ თავისი კომუნიკაციები აქვთ, არავინ არ იცის, რეალურად რა მდგომარეობაა. როდესაც მიდის უშუალოდ სამუშაოები, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით, ისეთი მდგომარეობაა, რეალობას ვხედავთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა