ოლაფ შოლცი უკრაინის დაფინანსებაზე - გადაწყვეტილების მიღების დროა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მიაჩნია, რომ დროა, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.

„გადაწყვეტილების მიღების დროა. ძალიან ბევრს ვიმუშავებ, რომ 27-ვე წევრის შეთანხმებას მივაღწიო“, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს სპეციალურ სამიტზე განიხილავენ.

მისი თქმით, ევროკავშირმა ერთად უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. 27-ვე წევრ სახელმწიფოს უნდა სურდეს გადაწყვეტილების მიღება. ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ევროპაა, ეს შესაძლებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა შოლცმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა