ირაკლი ღარიბაშვილი - ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით - პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტ ხანს, 5 წელი ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. 11 წლიდან 5 წელი ვიყავი მე - ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით ყველაფერი განმარტა.

„რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, იცით, რომ ყველაფერი განვმარტე, ახალს ვერაფერს გეტყვით, არ გეტყვით არაფერს ახალს იმიტომ, რომ არაფერი არსებობს. ძალიან მარტივად გეტყვით, ჩვენ გუნდში არის დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა და ეს არის აბსოლუტური შიდა დემოკრატია. ყველაზე მეტ ხანს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტ ხანს, 5 წელი ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. 11 წლიდან 5 წელი ვიყავი მე. გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ „ქართულ ოცნებაში“, რომ აუცილებელია გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თავად მიიღო თუ არა, პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება.

„თავიდანვე გეგმაც ასეთი იყო, მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ ორი არჩევანი არსებობდა. ერთი, გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო[თანამდებობიდან წასვლა]. მე პირველი არჩევანი ვარჩიე ანუ ახლავე გადადგომა. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი დრო დავუთმო მე, ერთის მხრივ, პარტიას და ირაკლი კობახიძემ მთავრობას და მთავრობის მუშაობას. ეს არის, სხვა ახალს ვერაფერს გეტყვით.

ვიმეორებ, რომ ჩემ გამოსვლაში ახლა, ახალს ვერ გეტყვით და არ გეტყვით. გითხარით, რომ მქონდა კონსულტაციები პოლიტსაბჭოსთან. ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით. პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის