Reuters - ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რათა ქვეყანამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათ სურთ, უნგრეთმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება, რადგან თუკი ბუდაპეშტი ასე არ იმოქმედებს, ის ვაშინგტონთან ურთიერთობას რისკის ქვეშ დააყენებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის თქმით, ღრმად შეშფოთებულია უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობის მიმართულებით.

სენატორმა, ამ კონტექსტში ისაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების გაჭიანურება და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლაზე.

„პარტნიორები არ აკეთებენ ამას და მე კითხვა მიჩნდება, არიან თუ არა ისინი სანდო მოკავშირეები ჩვენი უვიზო რეჟიმის პროგრამისთვის“, - განაცხადა კარდინმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამა საშუალებას აძლევს 41 ქვეყნის მოქალაქეებს, აშშ-ში უვიზოდ 90 დღემდე ვადით იმოგზაურონ. ამასთან, ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ტომ ტილისმა, რომლებიც სენატის ნატო-ს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უნგრეთს კურსის შეცვლისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი არ დაუმტკიცებია, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაცია ოფიციალურად დაასრულა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს