პაველ ჰერჩინსკი - იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერის განცხადებები, რომ ახალი მთავრობა მზად არის იმუშაოს ძალიან ძლიერად, რათა საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს

ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან გვეყოლება, მზად არის დაჯდეს და იმუშაოს ძალიან ძლიერად ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის დახმარებით, იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება.

„ჩვენ ყველა ვზეიმობთ იმას, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა დაამტკიცეს 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ამ 9 ნაბიჯის შესრულება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს. შემდგომი ეტაპი არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს ჩვენს ხელში არაა - ეს არაა ევროკავშირის, ბრიუსელის ხელში - ეს არის საქართველოს პოლიტიკური ელიტის ხელში. მინდა გავიმეორო, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ინკლუზიური მუშაობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული, რომ, ამავდროულად, ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული და არჩევნების მიუხედავად და ეს სრულიად ბუნებრივია, რომ არჩევნებისკენ დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი, პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა 9 ნაბიჯის განხორციელებაზე. ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან გვეყოლება, მზად არის დაჯდეს და იმუშაოს ძალიან ძლიერად ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის დახმარებით იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს“, - აღნიშნა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია