ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს - ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“ ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. წელს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ განგვონში ჩატარდა, სადაც 1900-მდე სპორტსმენმა სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველო 6-მა სპორტსმენმა, სპორტის სამ სახეობაში წარადგინა.

ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:

ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი - ფიგურული ციგურაობა;

ესმირალდა ალიევი და გიორგი დიაკონოვი - ტრამპლინიდან ხტომა;

საბა ხაჩიძე და ლუკა მიქაბერიძე - საციგაო სპორტი.

მათი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ინგა გურგენიძემ ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში 18 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში კი მეექვსე ადგილზე გავიდა. ჯამურად დაგროვილი ქულების გათვალისწინებით კი მან ევროპელ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულა.

ფიგურულ ციგურაობაში კონსტანტინე სუპატაშვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში მეათე ადგილი დაიკავა. მიღებული ქულების დაჯამების შედეგად კი მან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილით დაასრულა.

საბა ხაჩიძემ „ალპენსიას სასრიალო ცენტრში“ ერთადგილიანი ციგით იასპარეზა, პირველი დაშვებისას 22 მონაწილეს შორის მე-9, მეორე მცდელობისას კი მე-14 ადგილზე გავიდა. შედეგების დაჯამების შემდეგ მან ასპარეზობა მე-13 ადგილით დაასრულა.

ტრამპლინიდან ხტომის შეჯიბრში, გიორგი დიაკონოვმა 36-ე ადგილი დაიკავა.

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტთან უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ქართველ სპორტსმენებს, საქართველოს სახელით წარმატებით იასპარეზონ საერთაშორისო ტურნირებზე, არ გაჩერდნენ და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ. ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებას ვუსურვებთ და მათ მხარდაჭერას აქტიურად გავაგრძელებთ“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია