გიორგი ამილახვარი - ვცდილობთ სექტემბრამდე ყველა სკოლა აღვწეროთ და დავდოთ სურათი, რომელ სკოლაში, რა ფორმით და რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2024 წლის სექტემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის აღწერა ჩატარდება, რითაც გაირკვევა, რომელ სკოლაში, რა ფორმით, რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება.

აღნიშნულის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„სასკოლო კვების საკითხს ჩვენ გვერდს არ და ვერ ავუვლით. 2023 წელს სამინისტროში ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით, სპეციალური მცირე სამსახური ჩამოვაყალიბეთ და უკვე დავიწყეთ ყველა სკოლის დეტალური აღწერა. მაგალითად, კახეთის რაიონი დავასრულეთ და ვცდილობთ, რომ 2024 წლის სექტემბრამდე საქართველოს ყველა სკოლა, 2084 სკოლა აღვწეროთ. რეალურად დავდოთ სურათი, თუ რომელ სკოლაში, რა ფორმით, რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება. ამიტომ, ამ კუთხით, სამინისტროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, -განაცხადა ამილახვარმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში